18 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა არის ძალადობა - ომბუდსმენი პრეზიდენტის განცხადებაზე

ომბუდსმენი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეაფასა გამოეხმაურა. ნინო ლომჯარიას განცხადებით სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ისე აღიქმება, თითქოს ერთი-ერთზე ფიზიკური ძალადობა მისაღებია. 

სახალხო დამცველის განმარტებით, ჯგუფური ძალადობის რომანტიზება არ უნდა მოხდეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა გზავნილებს გაავრცელებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას.

"ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებს და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ საკითხებთან დაკავშირებით," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ შეფასება გააკეთა. "მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი... ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს," - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

დღის ამბები