18 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
დაძაბულობა ყარაბაღში - გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები სომხეთ-თურქეთის საზღვარზე პატრულირებენ

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები სომხეთ-თურქეთის საზღვარზე პატრულირებენ.

გავრცელებული ცნობით, რუსეთმა "გიუმრის 102-ე" სამხედრო ბაზიდან, სამხედრო-საჰაერო ძალების ტექნიკა ააფრინა. სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების დეესკალაცისკენ უკვე მოუწოდა ნატომ და ეუთომ.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, 3 დღიანი დაპირისპირების განმავლობაში 11 აზერბაიჯანელი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

სომხური მხარის ცნობით კი, კონფლიქტს 4 სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა. აზერბაიჯანის არმიის მხარდასაჭერად მთელი ღამის განმავლობაში ბაქოში დემონსტრაცია მიმდინარეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს და დააკავეს რამდენიმე დემონსტრანტი.

დღის ამბები