18 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა

საქართველოს პრეზიდენტმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადება დღეს გააკეთა.

ქვეყნის მთავარსარდალმა ჯგუფური ძალადობა დაგმო და ღირსეული ქმედების სუბიექტური განმარტებაზე ამ ფორმით ისაუბრა.

"ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ გადავიქცე გამომძიებლად და სხვათა შორის, პროკურატურას, რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე.

კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი... ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის აღიარება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით და დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით," - ამბობს ზურაბიშვილი. 

ვაჟკაცების პრეზიდენტისეულ განმარტებას ძალადობის რომანტიზება უწოდა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიამ ზურაბიშვილი კრიმინალის წახალისების მცდელობაში დაადანაშაულა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ დღეს ოპოზიციის მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა. საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტის განცხადება კრიმინალის მიმართ ხელისუფლების ლოიალობას დაუკავშირა. ოპონენტების აზრით, პრეზიდენტი ე.წ. ქურდული მენტალობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ძალადობის ნებისმიერი ფორმით წახალისებას გმობენ, თუმცა პრეზიდენტის განცხადების უტრირებაში ოპოზიციას ადანაშაულებენ მმართველი გუნდის წევრები. ქართული ოცნების ლიდერების აზრით, ზურაბიშვილმა მთავარი აქცენტი მონანიებისა და აღიარების ტრადიციულ აღქმაზე გააკეთა. ოპონენტებმა კი მისი კომენტარი განზრახ დაამახინჯეს.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაზე გამოძიება ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს, დაკავებულია 17 პირი

დღის ამბები