17 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
ბავშვების დახმარების პროგრამას და ბანკების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს ექსპერტები დადებითად აფასებენ

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება და საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ, - შეთანხმება პრემიერ-მინისტრსა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე შედგა. ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

შეხვედრაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი, "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი, "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მონაწილეობდნენ.

ბანკების წარმომადგენლების თქმით, მოხდა შეთანხმება, რომ დახმარების თანხები არ დაემორჩილება ვალების ჩამოჭრის მექანიზმს.

ბავშვების დახმარების პროგრამას და ბანკების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს დადებითად აფასებს ექსპერტთა ნაწილი. თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის თქმით, მისასალმებელია ხელისუფლების მიერ 200 ლარიანი დახმარების გაცემა, თუმცა ბავშვებში არსებულ სიღარიბის დასაძლევად უფრო სიღრმისეული და სტრატეგიული რეფორმები უნდა გატარდეს.

დღის ამბები