ზუსტად ორ დღეში საქართველოს პრეზიდენტმა 2020-წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს. კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები, ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს ტარდება. ბოლო შაბათი კი 31 ოქტომბერია.
რაც შეეხება წინასაარჩევნო აგიტაციას, კამპანია ოფიციალურად, აქტიურ ფაზაში ორშაბათიდან შევა, თუმცა ოპოზიცია უკვე საუბრობს იმაზე, რომ ბრძოლა არათანაბარ და უსამართლო პირობებში მოუწევთ.
რეკომენდაციები და შენიშვნები აქვთ მესამე სექტორში. არასამთავრობოები როგორც სახელისუფლებო ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე საუბრობენ.
"ქართულ "ოცნების ლდიერები" კი ამბოვბენ, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უპრეცენდენტოდ თავისუფდალ და დემოკრტიულ გარემოში ჩატრარდება.