17 მაისი 2024,   19:11
ვრცლად
ალექსეი ნავალნის მოსაწამლად გამოყენებული "ნოვიჩოკი" მის წინა ფორმებთან შედარებით "უფრო ძლიერი" იყო - Spiegel

"ნოვიჩოკი" რომელიც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოსაწამლად გამოიყენეს, მის წინა ფორმებთან შედარებით "უფრო ძლიერი" იყო - ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel გერმანიის საგარეო სამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბერლინის კლინიკას, სადაც ამჟამად ნავალნის მკურნალობენ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციიდან დელეგაცია შაბათ-კვირას ეწვია. პარალელურად რუსეთს ბერლინის კლინიკაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკითხვა სურს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება უახლოეს მომავალში გერმანიის მთავრობას მიმართავს, რათა ნავალნის საქმის გამოძიებაში რუსი სპეციალისტები დაუშვან.

რუსი ოპოზიციონერი, რომელიც ბერლინის კლინიკაში იმყოფება, 7 სექტემბერს ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს. რამდენიმე დღეში კი უსაფრთხოების მიზნით მისი დაცვა გააძლიერეს.

დღის ამბები