17 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
მიმდინარეობდა პროცესი რომელიც საქართველს მიწას აკარგინდებდა და დღეს ოპოზიცია ბედავს აქციების დაორგანიზება დაიწყოს - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კარტოგრაფების მხარდასაჭერად გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს დადგნენ.

მისი შეფასებით, ისინი ამ საკითხზე აქციების გამართვას ვერ უნდა ბედავდნენ. 

"მიმდინარეობდა ძალიან მძიმე პროცესი, რომელიც არ იყო საქართველოს ინტერესებში, რომელიც საქართველს აკარგვინებდა არაერთ ჰექტარ მიწას, მათ შორის სიწმინდეებს და იდენტობის განმსაზღვრელ სიწმინდეებზეა საუბარი. მეორე მხარეს აღმოჩნდა ჩვენი ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი და მათი ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები. ეს არის ყველაზე სამწუხარო და დღეს ისინი ბედავენ, აქციების დაორგანიზება დაიწყონ,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დემარკაცია/დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები