17 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ამ ანგარიშში ჩანს, რომ 11-ვე ძალადობის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება - გივი მიქანაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატი გივი მიქანაძე საიას მიერ მომზადებულ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებს ეხებოდა, აცხადებს, რომ სამართალდამცველები ძალადობის ყველა ფაქტს მაქსიმალურად ობიექტურად და ოპერატიულად იძიებენ.

გივი მიქანაძე "ქართული ოცნების" აქტივისტების ძალადობაში ჩართვას ოპოზიციის პროვოკაციას უკავშირებს. 

"სამწუხაროა, რომ ერთ-ერთ პროვოკაციას ჩვენი თანამოაზრეები და მომხრეები აჰყვნენ, მაგრამ უმთავრესია, რაც ამ ანგარიშში მკვეთრად ჩანს, რომ 11-ვე ფაქტზე, რომელიც დაფიქსირებულია ძალადობასთან მიმართებაში, ყველა საქმეზე დაწყებულია გამოძიება და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა დამდგარია.

ყურადღებით შევხედოთ სად მოხდა ეს ინციდენტი - მმართველი პარტიის მარნეულის ოფისთან, როდესაც ძალიან უხეში ფორმით ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოხატეს. სამწუხაროდ, რამდენიმე ჩვენმა მხარდამჭერმა თავი ვერ შეიკავა და აჰყვა პროვოკაციას,"- განაცხადა გივი მიქანაძემ.

"დღის კურიერის" კითხვაზე, რომელიც "ლელოს" აქტივისტის მიმართ "ქართული ოცნების" კოორდინატორის მუქარას ეხებოდა, მიქანაძემ უპასუხა, რომ ხშირად ვხვდებით ამ მიმართულებით ორმაგ სტანდარტს და ამის დასტურად "ლელოს" წარმომადგენელის მხრიდან "ოცნების" აქტივისტის მიმართ მუქარა დაასახელა. 

"ლელოს აქტივისტის მხრიდან, სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენი გუნდის წევრზე, ბატონ სალომონ მირზოევზე გაკეთდა ისეთი მუქარა და გაცხადება ამ მუქარისა, რომელიც პირდაპირ მის სიცოცხლის ხელყოფასთან იყო დაკავშირებული. სამწუხაროდ, აქ ვხვდებით ორმაგ სტანდარტებს. ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან ამის მეათასედი კუთხით რომ გაჟღერებულიყო მუქარა, ალბათ მთელი ოპოზიციური სპექტრი დაირაზმებოდა და შემოგვიტევდა,"- განაცხადა გივი მიქანაძემ

დღის ამბები