ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალადობა და წინასაარჩევნო კამპანიის დაბრკოლება - ეს ის საკითხებია, რომლებიც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" შუალედურ ანგარიშში მოხვდა.
საიამ სექტემბერში საქართველოს ცხრა რეგიონში მიმდინარე საარჩევნო პროცესები შეისწავლა. ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, ძალადობისა და მუქარის ყველაზე მეტი შემთხვევა "ლელოს" წევრების მიმართ განხორციელდა.
სულხან სალაძის თქმით, ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვის მცდელობა ჰქონდა გაერთიანებული ოპოზიციის წევრსა და PSP-ს მფლობელ კახა ოქრიაშვილს.