17 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა თანდათან პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება. მისივე თქმით, სასიხარულო ფაქტია, რომ ქვეყნის ექსპორტი სექტემბერში 8.6 პროცენტით გაიზარდა. 

"საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას. გამოქვეყნდა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი სექტემბერში 8.6 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად, იმპორტი შემცირდა და ეს ნიშნავს საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "საქსტატის" მიერ 2020 წლის სექტემბრის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემების კომენტირებისას. 

მინისტრის განცხადებით, ექსპორტის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი სასოფლო-სამეურნეო და საფეიქრო ნაწარმს მიუძღვის. მისი თქმით, ეს არის იმის შედეგიც, რომ მთავრობამ, პანდემიის პირველივე დღეებიდან, ვირუსის გავრცელების პროცესზე კონტროლი დაამყარა და ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დარგების დიდი ნაწილის - მათ შორის, აგროსექტორისა და საფეიქრო წარმოების მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.  

"აღნიშნულ ვითარებაში ჩვენმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციამ დაიკავა სხვა ქვეყნების ნიშა საგარეო ბაზრებზე და ამ თვალსაზრისით აჯობა კონკურენტებს. ექსპორტის ზრდაში საფეიქრო ნაწარმიც დიდ წვლილს იკავებს. ესეც ზუსტად იმის შედეგია, რომ ჩვენ შევძელით და ვამუშავეთ ჩვენი საფეიქრო ინდუსტრია ყველაზე რთულ, საგანგებო ვითარების პირობებშიც კი. მათ შეძლეს და აჯობეს გლობალურ კონკურენტებს და მოიპოვეს ახალი კონტრაქტები და ახლა ჩვენ დადებით შედეგებს ვიმკით გაზრდილი ექსპორტის სახით," - განაცხადა ნათია თურნავამ.  

დღის ამბები