17 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
მივესალმებით ამერიკელი პარტნიორების ძალისხმევას, ამ უგუნურ შეტევებში პასუხისმგებელი პირების გასასამართლებლად - საგარეო უწყება აშშ-ს მიერ "გრუ"-ს ოფიცრებისთვის ბრალის წარდგენაზე  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაზე კიბერთავდასხმების გამო რუსეთის "გრუს" 6 ოფიცრისთვის ბრალის წაყენებას განცხადებით ეხმიანება.

საქართველოს მთავრობა აშშ-ს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

"დღეს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გამოავლინა "გრუ"-ს #74455 სამხედრო ერთეულის 6 მონაწილე, რომელიც ჩართული იყო რამდენიმე კიბერშეტევაში, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ-თავდასხმაშიც.

ჩვენ მივესალმებით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ გამოჩენილ ძალისხმევას, ამ უგუნურ შეტევებში პასუხისმგებელი პირების გასასამართლებლად.

საქართველოს მთავრობა მადლიერია აშშ-ს, თავისი მეგობრებისა და პარტნიორების მიერ ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით შეტანილი წვლილისთვის.

საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებული ძალისხმევა სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის სტაბილურობის, ინსტიტუციებისა და დემოკრატიული განვითარების შესასუსტებლად გამოყენებული საფრთხეების დასაძლევად,"- ნათქვამია განცხადებაში.

 

დღის ამბები