17 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
"ეს საარჩევნო კამპანია არის უკიდურესად ღია, უკიდურესად გამჭვირვალე" - გიორგი გახარია

თეა წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ სწორედ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის მიერ დასახელებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები წარმოადგენენ 2020 წლის არჩევნებისთვის საფრთხეს.

კერძოდ, საგანგებო ბრიფინგზე თეა წულუკიანმა ის სადამკვირვებლო ორგანიზაციები წარმოადგინა, რომელიც, მისი ინფორმაციით, ოპოზიციურ პარტიებთან არიან კავშირში. თეა წულუკიანის ბრალდების ადრესატი 32 ორგანიზაცია და 4 პარტიაა. 

"ეს საარჩევნო კამპანია არის უკიდურესად ღია, უკიდურესად გამჭვირვალე, ამიტომ, არანაირი პრობლემა, არანაირი რისკი, რომ მსგავსი ქმედებებით ვინმეს შეეძლება რეალური ზემოქმედება იქონიოს არჩევნებზე, არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს სხვა, უფრო შეფარული მექანიზმები, რომელიც დღეს ქალბატონი თეა წულუკიანის ბრიფინგზე ყველამ კარგად მოვისმინეთ,“ - ამბობს გიორგი გახარია. 

დღის ამბები