"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი კვლევით ორგანიზაცია "აიპიემსა" და "ევროპულ საქართველოს" მოსახლეობაში დესტაბილიზაციური განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქმე ეხება სოციოლოგიურ გამოკითხვაში გამოყენებულ შეკითხვას, სადაც ერთ-ერთი კომპონენტი, არჩევნების დარღვევებით ჩატარების შემთხვევაში, ძალადობრივი და შეიარაღებული გზით ხმების დაცვის შესაძლებლობის დაშვებაა.
"ევროპულ საქართველოში" ბრალდებას ცილისწამებას უწოდებენ და ძალადობრივი გზით მოქმედებას გამორიცხავენ.
ოპონენტების საპასუხოდ, მამუკა მდინარაძემ "ნაციონალური მოძრაობა" 31 ოქტომბერს 12 საათზე დაგეგმილი აქციის გამო გააკრიტიკა.
არჩილ თალაკვაძემ კი ოპონენტებს სამართლებრივი ქმედებებისკენ მოუწოდა.