17 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
რა პროვოკაციებს გეგმავს ოპოზიციის ერთი ნაწილი მმართველი პარტიის მტკიცებით - დასახელებულია გვარები, ქალაქები და სპეციალურად აღჭურვილი ეკიპაჟები

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი "ნაციონალურ მოძრაობას" სპეციალური დივერსიული ჯგუფების შექმნაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძემ დღეს კონკრეტული გვარები და რეგიონებიც დაასახელა. "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ძირითადი სამიზნე ბოლნისი, დმანისი, მარნეული, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი იქნება.

კობახიძეს დღეს ელექტროშოკის ნაცვლად საარჩევნო შოკით დაემუქრა ნიკა მელია. ბრალდებების კიდევ ერთმა ადრესატმა დევი ჭანკოტაძემ კი "ოცნების" ლიდერს საარჩევნო დღის მასთან ერთად გატარება შესთავაზა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ბრალდებებს საარჩევნო ცილისწამებას უწოდებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების არ სჯერათ "ოცნების" სხვა ლიდერებს. ოპონენტებს დღეს მმართველი გუნდის წევრებმა გასული დღეების განმავლობაში მათ მიერვე გაკეთებული განცხადებები შეახსენეს, სადაც "ქართული ოცნება" მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და სოციალურ ქსელებში შექმნილი ფეიკგვერდებზე საუბრობდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყველა პროვოკაციაზე სახელმწიფო სამართლებრივ პასუხს გასცემს.

მმართველი გუნდის ლიდერებმა დღეს მედიასთან განაცხადეს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აუცილებლად გადაეცემა. 

დღის ამბები