ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე საპარლამენტო არჩევნების შედეგები განახლდა. 09:00 საათის მონაცემებით, 3847 უბნიდან დათვლილია 2517 უბანი, რაც 65.43%-ს შეადგენს.
განახლებული მონაცემებით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 48.82 %
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" -26.08 %
"ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 3.79 %
"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" -3.24 %
"ლელო - მამუკა ხაზარაძე" -3.22 %
საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” 3.13 %
"გირჩი" - 2.98 %
"ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" 1.38 %
"შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია" 1.03 %