ცესკომ თბილისის 8 საარჩევნო ოლქის მონაცემები განაახლა 09:00 საათისთვის. თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში შედეგების მიხედვით ამ დროისთვის 50% გადალახული არცერთ კანდიდატს არ აქვს. თუმცა ლიდერობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები.
განსხვავებული მდგომარეობაა გლდანში, სადაც პირველ ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი ნიკანორ მელიაა, მმართველი პარტიის კანდიდატი კი მეორე ადგილზეა.
საყურადღებო შედეგებია დიდუბე-ჩუღურეთის ოლქშიც, სადაც პირველ ადგილზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელია, თუმცა მეორე ადგილზე ჯერ "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იყო, ამ მომენტისთვის კი მას მცირედ გადაასწრო "მოძრაობა ხალხისთვის" კანდიდატმა ანა დოლიძემ.
შედეგები 09:00 საათისთვის ასე ნაწილდება:
#1 მთაწმინდა-კრწანისი
ბექა ოდიშარია 47.70%
შალვა შავგულიძე 28.69%
#2 ვაკე
ნოდარ ტურძელაძე 41.73%
ელენე ხოშტარია 35.91%
#3 საბურთალო
დავით სერგეენკო 43.95%
ალეკო ელისაშვილი 18.95%
#4 ისანი
კახა კახიშვილი 47%
ხატია დეკანოიძე 25.45%
#5 სამგორი
სოზარ სუბარი 46.61%
ლევან ხაბეიშვილი 38.23%
#6 დიდუბე ჩუღურეთი
გიორგი ვოლსკი 44.90%
ანა დოლიძე 19.83%
ზურაბ ჯაფარიძე 19.45%
#7 ნაძალადევი
მიხეილ ყაველაშვილი 45.30%
შალვა ნათელაშვილი 25.07%
#8 გლდანი
ნიკანორ მელია 43.80%
ლევან კობიაშვილი 43.10%