ოპოზიციურმა პარტიებმა შეკრება დღის 16:00 საათზე დაიწყეს. მიტინგი წუხელ, გვიან ღამე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემების გამოცხადებისთანავე ჩაინიშნა.
აქციაზე გამოვიდა თითქმის ყველა ლიდერი, მათ შორის ისინი, ვინც ვერ შედის მომდევნო მოწვევის პარლამენტში, მაგრამ მანდატებზე უარის თქმის მომხრეა. მანდატებზე უარის თქმა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ნიკა მელიამ უკვე უარი თქვა ელექტრონულ სამაჯურზე. დღესვე ოპოზიციის აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ დაიძრა, მოგვიანებით კი დემონსტრანტებმა კვლავ რუსთაველზე გადაინაცვლეს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა მორიგი აქცია კვირას, 15:00 საათზე, დააანონსეს.