ამ დროისთვის, თბილისის თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მონაცემი 100%-ით არის დათვლილი. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, თბილისსა და მთლიანად ყველა მაჟორიტარულ ოლქებს შორის #8 ოლქი არის ერთადერთი, სადაც პირველ ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენელი გავიდა.
გლდანის მაჟორიტარულ ოლქში "ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა ნიკა მელიამ 43.88% მიიღო, რაც 31094 ხმაა. მისმა კონკურენტმა მმართველი პარტიიდან ლევან კობიაშვილმა 42.69% - 30246 ხმა.
გლდანში, ისევე როგორც თბილისის სხვა ოლქებში და რეგიონის რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში, მეორე ტური იგეგმება.