17 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

"ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", რომელსაც ცესკოს საბოლოო მონაცემებით, ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.- განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. 

გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გადაწყვეტილება მსგავსად სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა მიიღო.

"31 ოქტომბერს არ ჩატარდა არჩევნები, რა თქმა უნდა "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" გაერთიანებულ ოპოზიციას გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება მსგავსად სხვა პოლიტიკური პარტიებისა, რომ არ შევალთ იქ, სადაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, ანუ პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. ეს არ არის პარლამენტი, ვერ იქნება პარლამენტი, შესაბამისად არავის იქ არ გვესაქმება არაფერი და ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი - ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში და ეს ყველაფერი იქნება მიღწეული უახლოეს პერიოდში, ანუ "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" გაერთიანებული ოპოზიცია იღებს იმ გადაწყვეტილებას რა ნებაცაა დღეს საზოგადოებაში და ყური ვუგდეთ საზოგადოებას და არ შევდივართ, არ ვიღებთ ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებს. პირიქით, მას მოუწევს უახლოეს დღეებში დაჰყვეს ხალხის ნებას და ხალხის ნება აღსრულდეს ახალი არჩევნების ჩატარების სახითაც," - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

დღის ამბები