17 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
საპროტესტო ავტომსვლელობა - ოპოზიცია არჩევნების შედეგებს 4 ლოკაციაზე გააპროტესტებს

დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობები იგეგმება და მასშტაბური აქციებისთვის მზადება მიმდინარეობს.  ერთი საათის წინ ავლაბრის მეტროსთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. დაიწყო საავტომობილო მსვლელობა. მიმართულებად შერჩეულია ოთხი ლოკაცია. ეს ლოკაციებია რესპუბლიკის მოედანი, მთავრობის კანცელარია, შსს და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი.

"ძველ ბიჭებსა და ზონდერებს ჩაატარებინა საქართველოში არჩევნები. დღევანდელი ავტომსვლელობით ჩვენ კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს, ხოლო კვირას ქართველი ხალხის ხმას, რომელიც სამწუხაროდ ივანიშვილს დიდი ხანია აღარ ესმის, გავაგონებთ უფრო მკვეთრად, რომ მიხვდეს, ამ არჩევნებს ქართველი ხალხი ივანიშვილს არ აპატიებს," - აცხადებს აქციის მონაწილე ბესო გაზდელიანი.

ოპოზიცია არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს და ცესკოს შედეგების არასწორად დათვლაში ადანაშაულებს. უკვე მე-6 დღეა ქვეყანაში პროტესტი არ წყდება.

დღის ამბები