NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა 31 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებს აფასებს და ამბობს რომ დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები როგორც კამპანიის ისე არჩევნების დღეს. საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამჭვირვალედ და სამართლიანად გამოიძიოს ყველა საარჩევნო ინციდენტი. ასევე მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას რომ პირველ ტურში გამოვლენილი ნეგატიური პრაქტიკა მეორე ტურში არ განმეორდეს.
"საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის, ნატოს საპარლამენტო მისიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასა, როგორც კონკურენტული, სადაც დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები
კამპანიისა და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ხარვეზებმა საზოგადოების ნდობაზე იმოქმედა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს და მკაცრი, გამჭვირვალე და სამართლიანი რეაგირება მოახდინოს ყველა ინციდენტზე.
საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ არსებული ყველა საჩივარი უნდა განიხილებოდეს შესაბამისი, არსებული მექანიზმებით.
მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურად დაინტერესებულ მხარეს, რომ იმოქმედონ პასუხისმგებლობითა და თავშეკავებით. ასევე მოვუწოდებ მათ განაახლონ დიალოგი, რაც შეიძლება მალე, რათა მოგვარდეს უთანხმოებები მშვიდობიანად და დემოკრატიულად.
დემოკრატია არის, როგორც ნატოს, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფუნდამენტური პრინციპი, შესაბამისად, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვა საქართველოსთვის ამ მიზნის მიღწევის მოთხოვნაა," - წერია ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაში.