ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, 43 წლის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე კომენტარი გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში. "ქართული ოცნება" გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტს ოპოზიციის მხრიდან ზეწოლასა და მუქარას უკავშირებს. "ოცნების" წევრის ბექა დავითულიანის თქმით, არც საარჩევნო პროცესი და არც პარტიული ინტერესი არ ღირს ადამიანების სიცოცხლედ და გამეტებად.
ოპოზიცია კი პირიქით, მომხდარში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ ვინც გაყალბების ბრძანება გასცა და ამ მიზნით ადამიანებზე ზეწოლას ახორციელებდა:
"სამარცხვინოა, რომ "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, ამაზე ლაპარაკიც არ მინდა და მინდა მივუსამძიმრო პირველ რიგში გარდაცვლილის ოჯახს... ადამიანები ჩააგდეს უმძიმეს მდგომარეობაში, ზოგი გამორბის სამსახურიდან, ზოგს გული უსკდება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე არის იმაზე, ვინც გასცა გაყალბების ბრძანება და ეს არის ბიძინა ივანიშვილი, მისი ქვეშევრდომები და მისი ცახესები," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა.