17 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ საიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ, საიას სარჩელი განიხილა და მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 

საია 10 ოქმს ასაჩივრებდა და ისინი ოქმების თავიდან გადათვლას ითხოვდნენ. გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლო ერთი უბნის შედეგებს თავიდან გადაითვლის.

"დავა ეხებოდა საბურთალოს საარჩევნო ოლქში 10 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი და შესწორების ოქმების ბათილად ცნობას. სასამართლომ ჩვენი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათილად ცნო საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება," - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ანდრანიკ მანისიანმა

 

დღის ამბები