17 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
თამარ ჟვანიას გადადგომა და შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან - ოპოზიციის ულტიმატუმს ვადა 2 საათში ეწურება

ზუსტად ორ საათში ოპოზიციის მიერ წაყენებულ ულტიმატუმს ვადა ეწურება. საღამოს რვა საათამდე თანამდებობა უნდა დატოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდეს ბიძინა ივანიშვილი.

ეს არის ერთადერთი გეგმა, რომელსაც პარლამენტის წინ შეკრებილები ბრძოლის გზის გასაგრძელებლად ასახელებენ.

იმ შემთხვევაში, თუ გაჟღერებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეები შეიმუშავებენ ახალ სტრატეგიას, რომელიც საზოგადოებას ეცოდინება მოგვიანებით.

უკვე სამ საათზე მეტია, რაც საპროტესტო აქცია გრძელდება.

შეკრებილებს მიმართა 30-მდე პოლიტიკოსმა, მათ შორის იყო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

საერთო განცხადება ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით გააკეთა ნიკა მელიამ.

დღის ამბები