ზაალ უდუმავილის განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, სანამ "ხმების ქურდები არ წავლენ".
"პროტესტი გაგრძელდება, ხალხის ხმების ქურდები უნდა წავიდნენ. მოვლენების განვითარება ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ეს ყველაფერი შარშან გავიარეთ, წყლის ჭავლიც გავიარეთ, დარბევებიც და დაპატიმრებებიც. ყველაფერზე ადეკვატური პასუხი იქნება, რაც არ უნდა კომენდანტის საათი დააწესონ, პროტესტი მაინც იქნება. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ხელისუფლებას. მე მივმართავ მათ დროზე მოეგონ გონს, რადგან ქვეყანას შეიყვანენ უმძიმეს კრიზისში. ერთადერთი გამოსავალი კი არის ხელახალი არჩევნები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათხოვნა,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მან პოლიციელების მისამართით აქციის მონაწილეების მიერ ქვების სროლის ფაქტზე თქვა - "რა იყო და სად იყო ძალადობა? მე არ მინახავს ძაალდობის ფაქტი".
შეგახსენებთ, რომ ცესკოსთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა კი პოლიციას ქვები დაუშინეს.