"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის კიდევ ერთი გეგმის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, 21 ნოემბერს, როდესაც არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი, მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირიდან ცოცხალი ჯაჭვი შექმნან და ისე მივიდნენ ვაკის პარკამდე.
"მეორე ტურებს რაც შეეხება, რომელსაც ატარებენ მარტო, საკუთარი პარტიის წევრებით, სავარაუდო იქნება 21 ნოემბერს და ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტია "გირჩს" აქვს ეს იდეა და ქალბატონ თაკო ჩარკვიანს და ძალიან კარგი იდეაა, რომ მაშინ როდესაც მთელი "ქართული ოცნება" ადმინისტრაციული რესურსის მიყვანით დაკავდება, ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ, ცოცხალ ჯაჭვში, მრავალმწკრივიან ჯაჭვში და ამით მსოფლიომ დაინახოს, რომ ხალხი დგას გარეთ, ხალხი აპროტესტებს და ძალდატანებით, საჯარო მოხელეს ან აქტივისტს მიერეკებიან საარჩევნო უბნებზე. ესეც დიდი დარტყმა იქნება, იმაზე მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს მეორე ტური როცა იქნება დანიშნული, ვიდრე მიმსვლელი იქნება არჩევნებზე,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.