"ევროპული საქართველო" მეორე ტურში პარტიის კომისიის წევრებს ჩვიდმეტივე ოლქში გაიწვევს. სერგი კაპანაძემ გამართულ ბრიფინგზე გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა და კიდევ ერთხელ ისაუბრა პარტიის პოზიციის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში არშესვლასთან დაკავშირებით.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ ამას აკეთებენ იმის გამო, რომ არა მარტო პარლამენტში, არამედ არჩევნების მეორე ტურშიც "ქართული ოცნების" კომისიის წევრები მარტო დარჩნენ.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ 17 ოლქში, სადაც ტარდება მეორე ტურები გამოვიხმოთ ჩვენი კომისიის წევრები. ჯამში "ევროპული საქართველოს" 1 922 კომისიის წევრი აღარ იქნება კომისიებში მეორე ტურის დროს.
ამას ვაკეთებთ იმის გამო, რომ არა მარტო პარლამენტში დარჩეს მარტო "ქართული ოცნება", არამედ "ქართული ოცნების" საარჩევნო კომისიის წევრებიც მარტო იყვნენ მეორე ტურის დროს და რაც უნდათ ის გადაწერონ, გააყალბონ და დახატონ ამ ოქმებზე,"- აცხადებს სერგი კაპანაძე.