17 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
31 ოქტომბრის არჩევნები მშვიდობიან გარემოში, კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, თუმცა დაფიქსირებულმა დარღვევებმა ნეგატიურად იმოქმედა სრული პროცესის სანდოობაზე - IRI

"საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" 40 გვერდიანი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა, ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე.

IRI პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით, პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, მწვავე რიტორიკისგან თავი შეიკავონ და მხარდამჭერებს ურჩიონ, თავი შეიკავონ ძალადობისგან, პროვოკაციებისა და ზეწოლისგან.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ძირითადად, არჩევნების დღე მშვიდ გარემოში ჩატარდა, ცესკო კი მოქმედებდა შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში.

კვლევას გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო არჩევნები დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში არ ჩატარებულა.

მმართველი გუნდი კი, IRI-ს კვლევაში ყურადღებას იმ პუნქტებზე ამახვილებს, სადაც წერია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო კარგად ადმინისტრირებული, გამჭირვალე პროცესი, რომელმაც კანონმდებლობის დაცვით ჩაიარა.

დღის ამბები