17 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
სააკაშვილის მიერ ტინი კოქსის რუსეთის აგენტობაში დადანაშაულებას მწვავე განცხადებები მოჰყვა - "ოცნება" ექსპრეზიდენტს ანტიდასავლური რიტორიკის გაღვივებაში ადანაშაულებს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელშიც ექსპრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ტინი კოქსს რუსული ფსბ​-ს აგენტი უწოდა, პოლიტიკურ სპექტრში მწვავე განცხადებები მოჰყვა.

თეა წულუკიანის შეფასებით, მსგავსი ტიპის განცხადებებით მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ანტიდასავლური რიტორიკის გაღვივებას უწყობს ხელს.

სააკაშვილის ბრალდებების ადრესატზე საუბარი არ სურთ მისივე პარტიაში, თუმცა როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ისე სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს არ გამორიცხავდნენ, რომ ევროსაბჭოში რუსული გავლენა, შესაძლოა, პოლიტიკოსების გარკვეულ ნაწილზე მართლაც იყოს. თუმცა, რა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით უჩნდებათ ევროპელ კოლეგებზე ეჭვი ქართველ პოლიტიკოსებს, არ განუმარტავთ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრები საქართველოში 2020-ის არჩევნებს აკვირდებოდნენ და ეუთო/ოდირთან ერთად გაასაჯაროეს მისიის პირველადი დასკვნა.

დღის ამბები