17 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერება საქართველოსთან - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერება საქართველოსთან - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებზე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. გარდა ამისა, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და გმობს 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში.

განცხადებაში საუბარია უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში მისწრაფებებს და აფასებს საქართველოს წვლილს ალიანსის ოპერაციებში.

სახელმწიფო მდივნის ვიზიტს ეხმაურება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილეც. კეილ ბრაუნის განცხადებით, მაიკ პომპეო თბილისში ყოფნისას საქართველო-ამერიკის ორმხრივ კავშირებს, საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერასა და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას განიხილავს და ხაზს გაუსვამს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას.

დღის ამბები