აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი twitter-ზე ეხმაურება. გიორგი გახარიას თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცის კიდევ ერთი გამოვლენაა:
"მოუთმენლად ველი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ჩვენი ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას. მისი ვიზიტი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცის კიდევ ერთი გამოვლენაა," - წერს გიორგი გახარია twitter-ზე.