ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრეის დასრულების შემდეგ, "სტრატეგია აღმაშენებილის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ პომპეოს წარმომადგენელს საკუთარი მოთხოვნები გააცნო. გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მზად არის, თუ "ქართული ოცნება" ოპოზიციას ადეკვატურ წინანდადებას შეთავაზებს.
"ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მოწოდება შეთანხმებაა. ოპოზიციამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდში მივიღოთ მონაწილეობა, ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პასუხს "ქართული ოცნების" მხრიდან. მთავრი გასაღები არის მმართველი პარტიის ხელში.
ჩვენი მოთხოვნები ძალაშია, ბოიკოტი ვერ შეწყდება. ავუხსენით, რომ პარლამენტში რომ შევიდეთ და ვიმსჯელოთ, არაფერი იცვლება, ეს საზოგადოებას გამოცდილი აქვს. აქედან გამომდინარე, წინასწარ უნდა მოხდეს ყველ საკითხის შეთანხმება, რომელზეც შეიძლება მსჯელობა, პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ.
ის, რომ ჩვენ თავი დავადოთ, შევიდეთ პარლამენტში და იქ დავაყენოთ საპარლამენტო ინიციატივები საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით, სასაცილოა და ამაზე არავინ არ წავა,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე განცხადებით, შეხვედრაზე მოწოდება იყო როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მისამართით, რომ დაპირისპირების ფონი ქვეყანაში უნდა მოიხსნას.