17 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
სახელმწიფო მდივანმა უმნიშვნელოვანესი გზავნილები გააჟღერა - ნათია მეზვრიშვილი 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, საქართველოში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უმნიშვნელოვანესი გზავნილების შესახებ ისაუბრა, რამაც, ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზი გაუსვა იმ საკითხებს, რაზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს იყო მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრა.

 "რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას. ხაზგასმით აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის, აგრეთვე, დემოკრატიის განვითარების და ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. რა თქმა უნდა, აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება მომავალში, რაზეც ორივე მხარის მიერ გამოითქვა, ბუნებრივია, მზაობა," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები