17 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შტატები-საქართველოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პომპეომ ხაზი გაუსვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში, ასევე ქვეყანას "კოვიდ-19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

"მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მან ეუთო-ს მინსკის ჯგუფს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აღმოუჩინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის ოკუპაციის პირობებში," - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები