17 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს და არ შეიძლება იმის თქმა, რომ შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს - ჰუბერტ ქნირში

საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს და არ შეიძლება იმის თქმა, რომ შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს.

ელჩი ასევე განმარტავს, რომ ჯერ კიდევ არსებობს მოლაპარაკების რესურსი.

"საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ - შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში, არამედ ახლა უნდა იმუშაოს ყველამ იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს. ახლა უნდა იმუშაოს ყველამ იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს.

როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ ჩიხში არ ვართ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჯერ არ ვართ ბოლომდე მისულები. ამ დროს რომ საუბრები მხოლოდ წარსულზე მიმდინარეობდეს, გამოდის, რომ მხარეები ერთმანეთს უბრალოდ დროს აკარგვინებენ. მნიშვნელოვანია, რომ ის თემები, რომლებზეც მიდის საუბარი, დარჩეს კანონმდებლობის ფარგლებში. ქვეყანაში კონსტიტუცია არსებობს არა იმისთვის, რომ ყველა ახალ პოლიტიკურ სიტუაციაში რაღაც ახალი მოიგონო, არამედ იმისთვის, რომ მის ჩარჩოებში დარჩე და იქ მოძებნო გამოსავალი. ახლა იწყება ახალი გამოცდა, რადგან გამოცდა არ მთავრდება არჩევნებით, არანაკლებ დიდ გამოწვევას წარმოადგენს მუშაობა პარლამენტში,"- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

დღის ამბები