17 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
ტიმ კოქსის მისამართით სააკაშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, ამჯერად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გამოეხმაურა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

რიკ დაემსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიმართ ექს-პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შემაშფოთებელს უწოდებს.

საუბარია ტიმ კოქსზე, რომელსაც სააკაშვილმა ბრალი რუსულ "ეფ-ეს-ბესთან" თანამშრომლობაში დასდო.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, 2020-ის არჩევნებზე კოქსის მეთაურობით მომზადებული დასკვნა არ შეიძლება ასამბლეის პოზიციად ჩაითვალოს.

რიკ დაემსმა დღეს პოლიტიკოსებს შეახსენა, რომ ეუთო/ოდირისა და ასამბლეის მონიტორების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივი დოკუმენტის შინაარსს ევროპის საბჭო სრულად იზიარებს.

დღის ამბები