17 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 8.29% შეადგინა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ  12 საათისთვის 177 462 ამომრჩეველი, ანუ 8.29 % შეადგინა. 

ყველაზე მააღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში - 11.4%, ყველაზე დაბალი აქტივობა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში - 6.2%.

გუდაურის ერთ-ერთ უბანი, რომელიც უამინდობის გამო ვერ იხსნებოდა, მოგვიანებით გაიხსნა და იქ რეგისტრირებულ 205 ამომრჩეველს უკვე შეუძლია ხმის მიცემა.  ჯერჯერობით, ისევ ვერ იხსნება შატილის საარჩევნო უბანი.

დღის ამბები