17 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
მიზანი არის სრულად დაკომპლექტებული პარლამენტი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას, რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე ელოდება - კარლ ჰარცელი მოლაპარაკებებზე

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა. მისივე თქმით, შეხვედრა სასარგებლო აღმოჩნდა იმ იდეების გასაუმჯობესებლად, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ გზა პარლამენტის სრულად დასაკომპლექტებლად. ელჩის თქმით, ეს ძალისხმევა გაგრძელდება.

"მე ყოველთვის ვხედავ გამოსავალს. წინა პარასკევს შევხვდი ყველა ოპოზიციონერ ლიდერს, რაც ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდა იდეების გასაუმჯობესებლად, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ გზა საქართველოსთვის, იმისათვის, რომ იყოს სრულად დაკომპლექტებული პარლამენტი, რათა ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რის წინაშეც მოკლევადიან პერიოდში ეს ქვეყანა დგას და ასევე, რათა გავაუმჯობესოთ ევროპული მისწრაფება, რაც გააძლიერებს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს, რისთვისაც ვიბრძვი.

ეს ძალისხმევა გაგრძელდება. ჩვენ ვნახავთ, როდის მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც ამ დისკუსიის განვითარება იქნება შესაძლებელი. 

მიზანი არის - სრულად დაკომპლექტებული პარლამენტი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას, რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე ელოდება. ეს კი ყველა მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები