17 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ოპოზიციის მხრიდანაც უნდა იქნას გადადგმული შესაბამისი კონსტრუქციული ნაბიჯები - გიორგი კახიანი

მმართველი გუნდის განცხადებით, ამომრჩევლის ნების რევიზია არ იგეგმება. რაც შეეხება სხვა სახის კომპრომისებს მოლაპარაკების ფარგლებში, მათივე თქმით, "ოცნებაში" მზად არიან მრავალპარტიული პარლამენტის მისაღებად გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ. კონკრეტულად რა სახის შეთანხმება შეიძლება შედგეს და რა დეტალები განიხილება ფასილიტატორებთან მოლაპარაკებისას, ამაზე საუბარი "ქართულ ოცნებაში" ჯერჯერობით არ სურთ, მაგრამ ამბობენ, რომ შეთანხმების რესურსი ორივე პოლიტიკურ პოლუსზე ჯერ კვლავ არსებობს.

"მოსახლეობის ნების რევიზია არ განიხილება. ეს არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობის ნება იქნება რეალიზებული. ამის იქით, ცხადია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კოპრომისული ნაბიჯების შედეგად ჩვენ მესამე რაუნდში, რომელიც ძალიან მალე შედგება,გარკვეულ შეთანხმებას შევძლებთ. ამის იმედი ჩვენ გვაქვს. რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდანაც უნდა იქნას გადადგმული შესაბამისი კონსტრუქციული ნაბიჯები. დეტალებზე არ ვისაუბრებ მარტივი მიზეზის გამო, რომ როგორც ხედავთ დეტალებზე არ საუბრობს არავინ, მათ შორის არც ოპოზიციის წარმომადგენლები, მხოლოდ ერთი მიზნიდან გამომდინარე, რომ წინასწარი კომენტარებით არ დავაზიანოთ ეს პროცესი," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

დღის ამბები