17 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ქართული მხარეს კაცობრიობის მიმართ მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულსა და გენოციდში ადანაშაულებს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა მოქალაქეები, რომლებიც მოსახლეობისა და ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის ალექსანდრ ფიოდოროვის განცხადებით, სწორედ საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებიც აღმოჩნდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ადგილზე.  

"მოცემულ ფაქტებზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და შეკრებილია მტკიცებულებები ქართული მხრიდან კაცობრიობის მიმართ მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულზე. გარდა ამისა, დადგენილი არიან პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ გენოციდში. ადრე თუ გვიან, მათ დააკავებენ და ჩადენილი დანაშაულებების შესახებ საქმეები გადაეცემა სასამართლოს," - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

დღის ამბები