17 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ღია ცის შეთანხმება" ოფიციალურად დატოვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ღია ცის შეთანხმება" ოფიციალურად დატოვა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმებიდან გასვლა, რომელიც 34 სახელმწიფოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების უფლებას აძლევს, ექვსი თვის წინ დააანონსა.

მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1992 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დატოვების მიზეზად რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევა, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალთან სადამკვირვებლო ფრენების არ დაშვება დაასახელა.

შეთანხმებიდან აშშ-ის ოფიციალურად გასვლას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი გამოეხმაურა. დიმიტრი პესკოვი რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ ამერიკის გასვლით "ღია ცის შეთანხმება" სიცოცხლისუნარიანობას კარგავს.

დღის ამბები