17 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
ერთი თვე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მოლოდინში - ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებისკენ ამჯერად ევროკავშირის დიპკორპუსი მოუწოდებს

ერთი თვეა ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მოლოდინშია. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს ეძებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც, რომლებიც მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის ემზადებიან.

ხისტი პოზიციების გამო, დიალოგის წარმატებით დასრულების პერსპექტივა კი სულ უფრო მეტად მცირდება. თუმცა, მესამე რაუნდის წინ ოპოზიციას ხელისუფლების კომპრომისის მოლოდინი მაინც აქვს.

ბარიერგადალახული პარტიები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ. ლიდერები ამბობენ, რომ ერთადერთი, რაც დღეს პოლიტიკურ ტემპერატურას დაწევს - ახალი არჩევნებია, რომელიც ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ უნდა ჩაატაროს.

ამ ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის დასავლელი პარტნიორების მოწოდებები, რომ ოპოზიციამ საპარალამენტო ბოიკოტი უნდა შეწყვიტოს და მუშაობა პარლამენტიდან განაგრძოს, ასევე მხარეებმა კომპრომისის გზები ეძებონ.

საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას საარჩევნო რეფორმისთვის, ასევე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოსგვარებლად ქართველ დეპუტატებს, ამჯერად, უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები ურჩევენ.



დღის ამბები