"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს მათ პოზიციას, რომლის მიხედვითაც რიგგარეშე არჩევნებს არც კი განიხილავენ. გარდა ამისა, საუბრობენ ასევე იმაზე, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიებს შორის კომპრომისის ძიება გრძელდება.
"მესამე რაუნდთან დაკავშირებით გეტყვით, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს სრული მზაობა, რომ კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსიროს ის პოზიცია, რომელიც პირველ რიგში გადის იმ მთავარ ნიშნულზე, რასაც ჰქვია ჩვენი ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი, რომელიც 31 ოქტომბერსა და 21 ნოემბერს დაფიქსირდა.
შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად გარდა იმ კონკრეტული მოცემულობისა რასაც ჰქვია, რომ პატივცემული უნდა იქნეს ყველა მხარის მიერ ნებისმიერი იმ მოქალაქის არჩევანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომელიც პარტიის მიმართ დაფიქსირდა, ეს გამოხატულ იქნა 31 ოქტომბერს და საბოლოო მონაცემებით, ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
ამიტომ ჩვენი მზაობა არის, რომ ამ მოლაპარაკებების ფორმატში კიდევ ერთხელ განხილული იქნას ყველა მხარის მიერ წარმოდგენილი წინადადება, ასევე ჩვენი მხრიდან არა ერთი სხვადასხვა შეთავაზება იქნა განხორციელებული," - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ნიკოლოზ სამხარაძე.