ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში 7363 საწოლია მობილიზებული, რაც წინა თვესთან შედარებით გაზრდილი რაოდენობაა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, რომ გუშინ, კლინიკებში მკურნალობა 817-მა პაციენტმა დაასრულა.
"ამ ეტაპისთვის, ჩვენ გვაქვს მობილიზებული 7363 საწოლი, საიდანაც, აქტიურად კოვიდისთვის გამოყენებულია 5952, განთვსებულია 5 741 პაციენტი, ტრიაჟში გადასანაწილებლად, სასტუმროში გადავა პაციენტი, კლინიკაში დარჩება თუ, ბინაზე გაივლის მკურნალობას, ამ ეტაპისთვის, კლინიკაში იმყოფება 231 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279. გუშინ, 24 საათის განმავლობაში კლინიკებში მკურნალობა დაასრულა 817-მა პაციენტმა," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ქუჩის აქციები იმართებოდა, ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებითი საწოლფონდის მობილიზაცია უზრუნველყო.
"პირველი გამოსავალი, რასაც ხშირად მთავრობას გვსაყვედურობენ, ეს არის საწოლფონდის მობილიზაცია, რამდენად დროულად და სწრფად ხდება და აქ მე შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა, თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ქუჩაში გამართულ აქციებს, ჩვენ დროულად მოვაბილიზეთ დამატებითი საწოლფონდი. თუ ჩვენ ოქტომბრის თვეში გვქონდა მობილიზებული მხოლოდ 3300 საწოლი, დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვაქვს 7363 საწოლი, რითაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ ვმართოთ ნაკადები და ყველა ჩვენს მოქალაქეს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება.
ასევე, ჩენ, რა თქმა უნდა, ვზრუნავთ სასტუმრო სექტორიში მობილიზაციაზე, სადაც ასევე, გვავს ჩართული სრულიად სამედიცინო მეთვალყურეობა,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.