"ქართული ოცნების" ლიდერები მოლაპარაკების მესამე რაუნდს ელოდებიან.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ თუკი რომელიმე მხარე შეთავაზებებს აკეთებდა მოლაპარაკებების დროს, ეს "ქართული ოცნება" იყო.
"მოლაპარაკებების დროს იმაზე საუბარი, რომ ბურთი ერთ, ან მეორე მხარეს არის, ეს არის გარკვეულწილად ნიშანი პასუხისმგებლობისგან გაქცევისა. ამიტომ, ბურთი, საერთოდ, მოედანზეა, ასე ვთქვათ. თუკი, ვინმე რამე წინადადებებს და შეთავაზებებს აკეთებდა ამ დიალოგის დროს, იყო სწორედ "ქართული ოცნება". გადათვლა შევთავაზეთ, უარი მივიღეთ ამაზე, ვიდეო ჩანაწერის ნახვაზეც უარი მივიღეთ. საპირისპიროდ გვესმის მხოლოდ ულტიმატუმის ენა.
ინდივიდუალურ შეხვედრებს რაც შეეხება, ამაზე საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს, მოლაპარაკება სხვადსხვა ფორმატებით შედგება ხოლმე, მთავარია, საბოლოო ჯამში იქნება საერთო შეხვედრა და საერთო შეთანხება. ეს არის მთავარი, რომ საერთო შეთანხმება იყოს. რაც შეეხება შეთავაზებებს, ჩვენი განწყობა არის ის, რომ წარმატებას მივაღწიოთ ამ დიალოგში,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.