17 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
თვითდასაქმებულებისთვის ​ვაწესებთ იგივე სახის - 300 ლარიან დახმარებას, როგორიც გვქონდა პირველი ტალღის დროს - პრემიერი

პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია იმ სოციალურ-მიზნობრივ დახმარებებზე საუბრობს, რომელიც პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში, თვითდასაქმებულებისთვის ამოქმედდა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ დაწყებულია იმ ადამიანების აღრიცხვა, რომლებიც 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. 

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვზღუდავ რამდენიმე კვირით საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და ჩენ გვესმის, რომ იქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეები არიან დასაქმებული, ძირითადად ეს შეზღუდვა არის დაახლოებთ 4-5 კვირა, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის დროს და ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, რომლებთანაც ისინი არიან დასაქმებული და ამ 300 ლარიანი დახმარების გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია საბანკო სესხი, ჩვენ მიზნობრივად ამ სფეროდნ, ამ სექტორში დასაქმებულს სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში.

მინდა გაგახსენოთ, რომ 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარებით, არაფორმალურად დასაქმებულთათვის პირველი ტალღის პირობებში ისარგებლა 250 ათასმა ადამიანმა, ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რო დავიწროებულია სფერო, რომლის მიმართაც იქნება მიმართული ის დახმარება, ვფიქრობ რომ იქნება დაახლოებით ამის ნახევარი, სადღაც 120 ათასი ბენეფიციარი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ფორმალურად იყვნენ დასაქმებული და პანდემიის პირობებში სამსახური დაკარგეს, 1200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ, რომელიც 6 თვეზე გადანაწილდება. 

"მოგეხსენებათ, გარდა ამ შეზღუდვებისა, ყველას კარგად გესმით, რომ ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში გრძელდება და საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება. შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის ეფექტი გადანაწილებულია ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეზე და უმრავლეს სოციალურ ჯგუფზე, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაგრძელებთ და ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები, როგორც ელექტროენერგიის, ასევე გაზის, იქნება დაფარული.

გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელმაც კარგად იმუშავა პირველი ტალღის დროს, ფორმალურად დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, იღებდნენ 1200-ლარიან დახმარებას ექვსი თვის განმავლობაში, ეს პროგრამა პირველი იანვრიდან დაიწყება თავიდან და გაგრძელდება ექვსი თვის განმავლობაში. ყველა ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური, მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით სახელმწიფოსგან მიიღებს დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. ამ დახმარებით წინა ტალღის პირობებში ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა, ვფიქრობთ, ამჯერადაც იგივე ციფრი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები