17 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
"მასშტაბურის ნაცვლად სიმბოლური პროტესტი" - ოპოზიციამ მოქმედების ახალი გეგმა შეიმუშავა

მძიმე ეპიდვითარებამ და ახალმა შეზღუდვებმა ოპოზიციის გეგმებიც შეზღუდა. პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ მომხრეებთან ერთად მასშტაბურ აქციას არ გამართავენ, მაგრამ პარლამენტის შეკრების პირველ დღეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მაინც შეიკრიბებიან.

ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც დეპუტატის მანდატი მოიპოვა და ისინიც, ვინც ვერ მოიპოვა - დემონსტრაციულად მოაწერენ ხელს საკუთარ მოთხოვნებს და ერთად იტყვიან უარს პარლამენტში შესვლის ყველანაირ ალბათობაზე. საამისოდ 3 დეკლარაცია შემუშავდება.

31 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრისას მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ არალოგიკურად მიაჩნიათ იმის დათმობა, რაც, მათივე სიტყვებით, მსოფლიომ აღიარა. გადაცდომებს არ უარყოფენ, ოპოზიციის გეგმებს კი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟს უწოდებენ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბოლო შეხვედრა 14 ნოემბერს შედგა, მათი მომლაპარაკებელი ელჩები კი მესამე რაუნდს მას შემდეგ ჩანიშნავენ, რაც დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციებში საჭირო პროგრესს შენიშნავენ.

დღის ამბები