15 მაისი 2024,   22:51
ვრცლად
რუსეთში ნავალნის აქციაზე 5 000-ზე მეტი ადამიანი დაკავეს, მათ შორის 82 ჟურნალისტი

5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

ყველაზე მეტი მომიტინგე მოსკოვში დააკავეს, სადაც პოლიციამ დახურა მეტროსადგურები და გადაკეტა ქალაქის ცენტრი. დაკავებულთა შორის იყო ალექსეი ნავალნის ცოლიც, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

აქციების გაშუქების დროს სამართალდამცველებმა 82 ჟურნალისტი დააკავეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე.

რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში გამოეხმაურა. ჟოზეფ ბორელმა დაკავებები და დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე არაპროპორციული ძალის გამოყენება დაგმო.

დღის ამბები