17 მაისი 2024,   19:11
ვრცლად
ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სწრაფად ევაკუაცია უსაფრთხო ადგილას - სტოლტენბერგი ქაბულში მომხდარ ტერაქტზე

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ twitter-ში წერს, რომ მკაცრად გმობს ქაბულის აეროპორტთან მომხდარ საზარელ ტერაქტს.

"ჩემი ფიქრები ყველა დაზარალებულთან და მათ ახლობლებთანაა. ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილას, რაც შეიძლება სწრაფად ევაკუაცია,"- წერს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმების სერიას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 13 ამერიკელი ჯარისკაცი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

დღის ამბები