26 აპრილი 2024,   18:09
ვრცლად
აშშ-ში მომხდარი სროლის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა, 8 კი დაშავდა 

შეერთებულ შტატებში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 8 დაშავდა. 

შემთხვევა მიჩიგანის შტატში მოხდა, გარდაცვლილები 14, 16, და 17 წლის მოზარდები არიან. თავდამსხმელი კი 15 წლის ახალგაზრდაა, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

დაკავებისას დამნაშავეს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა გახდა თავდასხმის მოტივი.

დღის ამბები